მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი დღეა უხანში კორონავირუსის მინიმალური შემთხვევები ფიქსირდება

5e6b4075ae5f7
ნათია თაქთაქიშვილი
13.03.20 13:50
1264
ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წყარო იყო, დღევანდელი მონაცმემებით კორონავირუსის მხოლოდ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი დღეა კორნავირუსის შემთხვევებმა 10-ზე ნაკლები შეადგინა, ასევე არ დასტურდება ვირუსის გადადების ადგილობრივი შემთხვევები.

13 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ჯამურად 80,814 ადამიანი იყო ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა, გარდაიცვლა 8 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 64,119 ინფიცირებული.