მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: თუ ასე გაგრძელდა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ გამოვრიცხავ

5fa4f0ab72981
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 23:31
1273

“ამ სიტუაციაში თუ ვითარება ასე გაგრძელდა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ გამოვრიცხავ” - ამის შესახებ თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

“ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა, ეს თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. კერძოდ, საქართველოს პირობებში, როდესაც შემოდინებები მცირდება, მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის რეფინანსირების განაკვეთზე პროცენტების ზრდაა აუცილებელი და არა შემცირება” - განმარტა ოთარ ნადარაიამ.

მან გადაცემაში ასევე ლარის კურსის პროგნოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტა წლის ბოლოს 3.3-მდე მაინც გამყარდება.

ცნობისთვის, 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გუშინდელი გაუფასურებით დაკარგული პოზიციები ნაწილობრივ აღიდგინა. დღეს დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.87 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი კურსის ცვლილებამ 2.45 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს საფასური 3.9892 ლარი გახდა.