მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შარიქაძე: ნავთობის გაიაფება, შესაძლოა, საქართველოსთვის პრობლემად იქცეს

5e88deb48a402
ანნა ლაპიაშვილი
05.04.20 16:00
4745
ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გაიაფება, შესაძლოა, საქართველოსთვის პრობლემად იქცეს და ამის ერთ-ერთ მიზეზად Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში გაიაფებული ნავთობის გამო გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

"როცა ოპეკში მოლაპარაკება ვერ შედგა, როცა საუდის არაბეთმა თქვა, რომ აპრილიდან მაქსიმალურ წარმოებას იწყებს, ეს იყო შიკი. ამასთანავე, მცირდება მოხმარება. ჩვენ აღარ გადავადგილდებით, აღარ არის ფრენები, რაც ბაზარზე საკმაოდ დიდი შოკია.

ნავთობზე ფასების კლება, ერთი მხრივ, ეს ჩვენთვის კარგია, რადგან იმპორტიორი ქვეყანა ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ის ქვეყნები, რომლებიც ქართულ პროდუქციას ყველაზე მეტად მოიხმარენ, დამოკიდებულები არიან ნავთობზე. ეს ბაზარზე მდგომარეობას ართულებს“, - განმარტავს ოთარ შარიქაძე BMG-ისთან საუბარში.

ცნობისთვის: ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოცდა.