საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთდღიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 75 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ 5%-ით მოიმატა და 71 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 54 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ დღეში თითქმის 1%-ით გაზარდილი მაჩვენებელია.
რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 36 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში დაფიქსირებული მატების 3%-იანი მაჩვენებელია.