16.ივლისი .2022 19:25

„მშვიდობა აუცილებელია“ - პრემიერი აზერბაიჯანი-სომხეთის დიალოგის თბილისში გამართვაზე

„მშვიდობა აუცილებელია“ - პრემიერი აზერბაიჯანი-სომხეთის დიალოგის თბილისში გამართვაზე
views 593
უკან

„მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის.

„საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნულია ტვიტში.

თავის მხრივ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს შუამავლობის ინიციატივა წარმატებით ხორციელდება. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოჩენილი ნდობისთვის აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მედიაციით მიმდინარე ეს დიალოგი რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით დასრულდება.

„დღეს თბილისი მასპინძლობს ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ ძალიან მნიშვნელოვან დიალოგს და ამ პროცესს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ჩვენ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით, შევეცდებით უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება“ - განაცხადა დარჩიაშვილმა