„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ „ფორბს კვირასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის 8-წლიანი პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის შემდგომი ეპოქა უნდა მიეძღვნას სისტემის დემონტაჟს და ახლის შექმნას“.
მისი თქმით, სისტემის რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია დაპირისპირებათა ერთიანობა, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას შეწყობს ხელს.
„ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა სამართალდამცავები - როგორ შეიძლება რომ შსს-ს ინსპექცია თავისივე ორგანოში ჰქონდეს... დაწყებული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საქართველოში ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებას შეუწყობს ხელს. მე თუ შსს-ის მინისტრი ვარ და ის, ვინც მე უნდა დამსაჯოს ჩემი ხელქვეითია, მე როგორ უნდა დამსაჯოს... როდის მოხდება ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების რეალური გადანაწილება“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე და აღნიშნავს, რომ სისტემის დემონტაჟის და მისი გამართვისთვის ცვლილებები სასამართლოდან უნდა დაიწყოს.
„ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა შევქმნათ დღეს სასამართლო სისტემა, ეს ერთადერთი გამოსავალია - როგორც პარლამენტარია არჩევითი, როგორ პრეზიდენტია არჩევითი, ასევე, ხალხი უნდა ირჩევდეს მოსამართლეს. ხშირად იურისტებისგან მესმის, ხალხმა რა იცის ვინ არის კარგი იურისტი, სად არის იმის გარანტია, რომ პროკურორი და მოსამართლე თქვენი სურვილით არ დაინიშნება. მოსამართლის არჩევით პასუხისმგებლობის ტვირთვი ხალხზე გადავა“, - მიიჩნევს ტრაპაიძე.
მისი თქმით, დემოკრატიული სასამართლოს სისტემა ქვეყანაში დადებით საინვესტიციო კლიმატს შექმნის, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი, არც ოქრო... გვაქვს გეოპოლიტიკური მდებარეობა, კარგი სიმღერა და სუფრა ვიცით... როგორ უნდა განვვითარდეთ?! ერთი ტურიზმი გვქონდა და ისიც პანდემიის გამო მოიშალა. ტურიზმი ჩქარი ფულია შემოსული ეკონომიკის ასამოძრავებლად. ყველაზე მთავარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც კატასტროფულად მცირდება საქართველოში“, - განაცხადა „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?