მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, ვის ჰყავს პატრონი და ვის - არა“ - ექსპერტი

5fb3b5e70d11a
ინგა მურუსიძე
17.11.20 15:57
631
"covid პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებული უნდა იყოს არა იმაზე, ვის ჰყავს პატრონი და ვის - არა, არამედ იმაზე, ვის სჭირდება ეს და ვის - არა", - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა ანდრია ურუშაძემ განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ ვირუსის მართვის საკითხები კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.

„შემთხვევების რაოდენობა იმატებს და უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს; არის ხოლმე პერიოდები, როცა საზოგადოებას სჭირდება ერთიანი, შეთანხმებული პასუხები კრიზისებზე, ამიტომ ვითხოვთ, ასეთი პასუხი ორგანიზაციულ სტრუქტურებზე იყოს ასახული. უნდა გავაღოთ კარები გადაწყვეტილების მიღებისას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დავივიწყოთ ვინ რომელი ეკლესიის მრევლის წევრია და ვინ - რომელი პარტიის წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ შეთანხმებულად ვიმუშაოთ. ის ნაბიჯები, რომელსაც ვთავაზობთ, ეს არის, პირველ რიგში, გადაწყვეტილებების მიღების ფორმატის შეცვლა, როცა თითოეულ სახელმწიფო უწყებას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეს ინფორმაცია ღიაა როგორც ინფორმაციის გაცემისას, ისე თანამშრომლობისთვის. ასევე, უნდა შემცირდეს წნეხი სამედიცინო სექტორზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე“, - განაცხადა ანდრიას ურუშაძემ.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, ინფორმაცია საწოლფონდის შესახებ ყოველდღიურად უნდა ახლდებოდეს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იცოდეს, თუ სად შეუძლია პაციენტის მიყვანა.

„პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებული უნდა იყოს არა იმაზე, ვის ჰყავს პატრონი და ვის - არა, არამედ იმაზე, ვის სჭირდება ეს და ვის - არა. ალბათ კრიტერიუმები უნდა იცვლებოდეს და ეს ცალკე მართვის პროცესია. მზად უნდა ვიყოთ, რომ კრიზისი აუცილებლად გაღრმავდება და ამას მართვის სხვა დონეზე გადასვლა დასჭირდება", - ამბობს ანდრია ურუშაძე.

ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.