მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემია დასასრულს უახლოვდება“ - ჯანდაცვის მინისტრი

62397714c14d7
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 11:16
1248
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, Covid-პანდემია დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და განმარტა რა ტენდენციები შეინიშნება დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით.

„დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით უკვე გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა დარჩა.

პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ-მეთქი რომ ვახსენე, „რა დასასრულიო“ კომენტარი იყო. დასასრულისკენ ნამდვილად მოვდივართ, რადგან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირებულია - 800-ზე ნაკლებია იმ ადამიანთან რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს; შემცირებულია სიკვდილიანობა; აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი თავდაჯერებულად შეგვიძლია აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები