მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამდე ცოტა მოდუნებული და გათამამებული ვიყავი - ჭყონია

5eca50d850c6c
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 14:45
1185
ბიზნესმენი თემურ ჭყონია გადაცემა “Forbes კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში კორონავირუსის პერიოდში მის გამოცდილებაზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიამ დაანახა, სად რა პრობლემაა მის ბიზნესში და მიხვდა, რომ ამის მოგვარება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ახალი მიდგომებით არის შესაძლებელი.

“პანდემიამდე ცოტა მოდუნებული და გათამამებული ვიყავი. შეიძლება იმდენად აწყობილი მეგონა რაღაც თემები, რომ არ ვნერვულობდი. პირველი სიგნალი რომ გაჩნდა კარანტინის, მე უფრო გავადიდე ეს პრობლემა, რადგან შემეშინდა. აღმოჩნდა, რომ ისეთი უბედურება არ იყო, როგორც მე მეგონა. აღმოჩნდა რომ მსოფლიოში ხალხის რაღაც კატეგორია ამ პანდემიისთვის მზად იყო. ვგულისხმობ მათ, ვინც ახალ ტექნოლოგიებს ფლობს, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი დისტანციურად მართვს თავის ბიზნესებს…. ეს ინსპირაცია იყო ჩემთვის. მივხვდი რომ მარტო არ ვარ და პრობლემები, რაც მე მაქვს, მხოლოდ მე არ მაქვს. მივხვდი, რომ თუ ავყვებით გვაჩვენებენ გზას”,- აცხადებს თემურ ჭყონია.

მისივე თქმით, ის მუდმივად ცდილობს აყვეს ახალ ტექნოლოგიებს და საქმის კურსში იყოს იმ საკითხების, რაც მოთხოვნადი და აქტუალურია მოცემულ მომენტში.