მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდით... პოზიტიური წელი იყო - „ნატახტარი“

61cd97ec53847
ინგა მურუსიძე
05.01.22 12:39
838
დავუბრუნდით პანდემიამდელ მდგომარეობას, - ამის შესახებ bm.ge-ს “ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

ის გასულ 2021 წელის საბოლოო ჯამში პოზიტიურად აფასებს. „წლევანდელი წელი ლუდის ინდუსტრიისთვის კარგი წელი იყო, გვქონდა დაახლოებით 10%-იანი ზრდა, პრაქტიკულად დავაკომპენსირეთ ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც წინა წელს გვქონდა და დავუბრუნდით განვითარების თვალსაზრისით 2019 წლის მდგომარეობას, რაც პოზიტიური შედეგია“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ის 2021 წელს გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და გამოყოფს კომპანიის მიერ გაწეულ მხარდაჭერებს ისეთი პარტნიორებისადმი, რომლებიც პანდემიის გამო რთულ მდგომარეობაში იყვნენ. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, წელს ბაზარზე ახალი ბრენდები არ გამოჩენილა, თუმცა არსებულის განვითარებისთვის დიდი სამუშაო ჩატარდა.
მისივე თქმით, კომპანია პროდუქციაზე ფასების მატება მოუწია, თუმცა არა ინფლაციის შესაბამისად.

„ჩვენთან ფასების მატება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ქვეყანაში არსებული ინფლაცია. ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა, რაღაცა გაძვირდა, რაღაცა უფრო მეტად გაიაფდა, რაც გამოწვეული იყო კონკურენციით, თუმცა ბაზარს არ დაეტყო ფასების ისეთი ზრდა, რაც გავლენას იქონიებდა მოცულობის შემცირებაზე. პირიქით, მოხდა მოცულობის გაზრდა გაყიდულო პროდუქციის. შესაბამისად, გაზრდილი ფასი, რაც ბაზარს შევთავაზეთ, ასატანი იყო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისთვის“, - თქვა ხუნძაკიშვილმა.