16.ივლისი .2022 18:09

„პანდემიის დროს ჩინეთიდან ბიზნესების რეალოკაციის პროგნოზი არ გამართლდა“ - ხიდურელი

„პანდემიის დროს ჩინეთიდან ბიზნესების რეალოკაციის პროგნოზი არ გამართლდა“ - ხიდურელი
views 1011
უკან

„პანდემიის დროს ჩინეთიდან ბიზნესების რეალოკაციის პროგნოზი არ გამართლდა“ - ასე უპასუხა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „რედაქტ2“-ში დასმულ შეკითხვას, რომელიც ამ მოლოდინების ფონზე ქვეყანაში მოზიდულ ინვესტორ კომპანიებს შეეხებოდა.

მიხეილ ხიდურელმა განმარტა, რომ ჩინეთიდან გასვლა ბიზნესის მცირე ნაწილმა გადაწყვიტა.

„მაკკენზის და მსოფლიო ბანკის ყველა კვლევით პანდემიის პერიოდში დიდი მოლოდინი იყო ინვესტიციების რელოკაციაზე. ეს პროგნოზი არ გამართლდა. ყველას ეგონა, რომ კომპანიები გადაბარგდებოდნენ ახალ ბაზრებზე... მოხდა გადაბარგება, თუმცა ძალიან დაბალი პროცენტით. მსხვილი კომპანიების დიდმა ნაწილმა ჩინეთიდან რეალოკაცია მაინც არ განახორციელეს. მთავარი აზრი იყო, რომ პანდემიის პერიოდში ონლაინ დავკავშირებოდით და შეშინებულ ბიზნეს მენეჯერები ამ მღვრიე წყალში მაქსიმალურად წამოგვეყვანა ჩვენთან, თუმცა ეს ტრენდი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელდა. თუმცა ასეთ მაგალითებს დღეს ვხედავთ, კონფლიქტიდან გამომდინარე ყოველდღიურად ახალი IT-კომპანია შემოდის“, - განმარტა ხიდურელმა.