მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველომ" 10 წელიწადში 11,000-მდე პროექტი დააფინანსა - ანგარიში

64abc0d3528cb
BM.GE
10.07.23 12:41
945
სტატიაში საუბარია:
დაარსების დღიდან, 10 წლის განმავლობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ხოლო ჯამურად 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურემა წარადგინა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების ეფექტი - სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.

„სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპორტიორები უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, კომპანიებმა მოახერხეს ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაცია და ჯამური საექსპორტო ღირებულების ზრდა.

მთავარი ტენდენცია, რაც ანგარიშში გამოიკვეთა ისაა, რომ სააგენტოს ბენეფიციარებმა ხაზი გაუსვეს პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საკუთარი პროექტის განხორციელებას ან საერთოდ ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ რამდენიმე წლის დაგვიანებით.

ანგარიში ათასამდე ბენეფიციარის გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მომზადდა. გამოკითხულთა შორის იყვნენ მიკროგრანტების, ექსპორტის მიმართულების და სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.

ანგარიშს ასევე დაესწრნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები