მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის ფონზე USA2GEORGIA ქსელს აფართოებს

5fa2be67bf904
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.20 19:04
2075
მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაზიდვების კომპანია USA2GEORGIA საქართველოს მასშტაბით ქსელს აფართოებს და ფილიალებს რუსთავსა და ქუთაისში ხსნის. როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიაში განმარტავენ, რუსთავის ფილიალი ერთი კვირის წინ გაიხსნა, ხოლო ქუთაისის ფილიალს რამდენიმე დღეში გახსნიან. გაფართოებისთვის საჭირო ზუსტ ინვესტიციებზე USA2GEORGIA-ში არ საუბრობენ და აღნიშავენ, რომ კომპანია დაარსების დღიდან რეინვესტირების პროცესშია. 

„USA2GEORGIA 10 წელზე მეტია ბაზარზეა, შესაბამისად, წლიდან წლამდე მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება, ბუნებრივია, ჩნდება მოთხოვნა დიდ ქალაქებშიც. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი რეგიონალური საკურიერო სერვისი აქტიურად მუშაობს, პანდემიის ფონზე, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გვსურს, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ თითოეულ მომხმარებელს“, - აცხადებს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, დამსაქმებელთა რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, რაც ძირითადად საქალაქთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით მოხდა. „ჩვენი სერვისი-ცენტრები თანამედროვე და ავტომატიზებულია. აღნიშნული სისტემა კომფორტული და უსაფრთხოა განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, მაშინ როდესაც სოციალური დისტანცირება ერთმნიშვნელოვნად უსაფრთხოების გარანტიაა“, - განმარტავს მენეჯერი.

რაც შეეხება სამომავლო ბიზნეს-გეგმებს, USA2GEORGIA-ში ამბობენ, რომ „კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, თუმცა პანდემიის ფონზე - მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური გარემო ფაქტორების გამო, რთულია სამომავლო ბიზნეს-გარანტიებზე საუბარი - "კომპანიის მხრიდან, ამ ეტაპზე რისკ-მენეჯმენტზე უფრო მეტი დრო იხარჯება, ვიდრე სამომავლო გეგმების რეალიზებაზე”.

ცნობისთვის, USA2GEORGIA-ს ამ ეტაპზე, დედაქალაქის მასშტაბით 9 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო რეგიონალური მასშტაბით, ჯერჯერობით, მხოლოდ - რუსთავსა და ქუთაისში. ამასთან, კომპანია მეგალოქერის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში დედაქალაქში 30-მდე თვითმომსახურების მეტალის კარადები - LOCKER.GE არის განთავსებული და მათი რიცხვი ეტაპობრივად იზრდება.