05.ნოემბერი .2020 10:15

„პანდემიის პერიოდი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ნამდვილად არ არის“ - USA2GEORGIA

„პანდემიის პერიოდი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ნამდვილად არ არის“ - USA2GEORGIA
views 769
უკან

გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA-ში მიიჩნევენ, რომ პანდემიის ფონზე უსაფრთხო - ონლაინ „შოპინგზე“ მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ეს პერიოდი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელსაყრელი არაა.

კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიები ამ პერიოდში არაერთი სირთულის წინაშე დადგნენ.

„პანდემიის ფონზე ნამდვილად გაიზარდა მოთხოვნა - უსაფრთხო შოპინგზე, გამოწერებზე, თუმცა მნიშვნელოვნად - არა და არც ბიზნესისთვის აღმოჩნდა ეს პერიოდი ხელსაყრელი, რადგან ავიაგადამზიდი კომპანიების მიერ ტრანსპორტირების ტარიფები საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ღირებულება უცვლელია. შესაბამისად, ექსპედიტორი კომპანიებისთვის საკმაოდ რთულია ამ საერთო კრიზისის გადალახვა და დაძლევა; რამდენიმე საფოსტო კომპანიამ ტრანსპორტირების ღირებულებაც საგრძნობლად გააძვირა. გამოწვევებს შორისაა დოლარის კურსის ზრდის ფაქტორი, განბაჟების 300-ლარიანი უცვლელი ლიმიტი, გაზრდილი ტარიფები, პანდემიის გამო უსაფრთხოების პირობების დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებები და ა.შ... თუმცა ჩვენი კომპანია ცდილობს, ერთგულ მომხმარებლებს ჩვეული კომფორტი შესთავაზოს და სხვადასხვა ქალაქში სერვის-ცენტრების განთავსებით - ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების (რეგიონალური საკურიერო მომსახურება) საფასური თავიდან აარიდოს“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძლზე USA2GEORGIA-მ ქსელი გააფართოვა და 2 ფილიალი თბილისის გარეთ - რუსთავსა და ქუთაისში დაამატა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა