მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USA2Georgia-ს შენახვის თანხის გადაუხდელობის მიუხედავად, ნივთის გასხვისება აეკრძალა

63c6503c4ab80
BM.GE
17.01.23 11:36
3960
კონკურენციის სააგენტო USA2GEORGIA-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, თუკი მომხმარებელი ნივთის საწყობში შენახვის საფასურს არ გადაიხდის, 30 დღეში აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლებას არ დაკარგავს. 

კონკურენციის სააგენტოს განცხადება:

"საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA2GEORGIA-ს საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.

კერძოდ, სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.

USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება,"- ნათქვამია განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ USA2Georgia-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადის შესწავლა დეკემბერში დაიწყო. 

2022 წლის ნოემბრიდან საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების შესწავლასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყება კონკურენციის სააგენტოა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები