მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიისას ბევრი შეკვეთა გვქონდა ისრაელიდან, ინგლისიდან, კენიიდან “ - ივენთკომპანია

6147479ec09d9
მარიამ იზორია
20.09.21 09:45
613
"ლაკა“ ივენთკომპანიაა, რომელიც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით არის დაკავებული. „ლაკას“ დამფუძნებელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ პანდემიის გავლენაზე ისაუბრა და თქვა, რომ სხვადასხვა რეგულაციისა და შეზღუდვის გამო ამ სექტორს ბევრი პრობლემა შეექმნა.

მაგალითად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ლაკას“ დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებაც მოუწია. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ ზარალიც ჰქონდათ, თუმცა კომპანია შეეცადა, სიტუაციას მორგებოდა და საქმიანობა ბოლომდე არ შეეჩერებინა.

„თუ ვიღაცისთვის პანდემია აპრილში დაიწყო, ჩვენი მისი გავლენა უკვე თებერვალში ვიგრძენით - „გავყინეთ“ ივენთები, ქორწილები და საკმაოდ დიდი ზარალიც ვნახეთ; თავდაპირველად რთული იყო, თუმცა წყვილებთან სხვადასხვა საკითხის განხილვის შემდეგ, ქორწილების შემთხვევაში შევცვალეთ ფორმატი, შევამცირეთ სტუმრების რაოდენობა და ა.შ. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, შეკვეთები არ შემცირებულა, პირიქით პანდემიის განმავლობაში უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი გვყავდა, შეკვეთები ისრაელიდან, ინგლისიდან, აფრიკიდან, კენიადან გვქონდა“, - ყვება ივენთკომპანია „ლაკას“ დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ ლაკა წერეთელმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ორკაციანი ქორწილის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ ფორმატის დანერგვით საქართველოში, რეგულაციების გამო, ქორწილები აღარ აიკრძალება.