პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას სწავლობს. ამ მიზნით უკვე შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. პროცესში ჩართულნი არიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და აღმასრულებელი რგოლი როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, თვითმმართველობის დონეზე.
თემატური მოკვლევის ჯგუფის სხდომები ზეპირია და მედიისთვის, ჯერჯერობით, დახურულია. პირველი სხდომა გუშინ გაიმართა და როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დეპუტატებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან უკვე მოისმინეს მოსაზრებები, ხოლო მომდევნო სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუსმენენ.
მოკვლევის შედეგები, სახელწოდებით - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანია, თუმცა არაა საკმარისი.
„კოვიდპანდემიამ ჯანდაცვის კუთხით შექმნილი პრობლემების გარდა, სოციალური პრობლემების წინაშეც დაგვაყენა. აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბევრს აკეთებს, რათა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მოსახლეობისთვის ეს ტვირთი შეემსუბუქებინა, მაგრამ სირთულის მასშტაბიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკმარისი არაა, თუმცა არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად მართვის შემთხვევაში, შეიძლება უფრო მეტი სარგებელი ყოფილიყო. მოკვლევის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გავაანალიზოთ პანდემიის ფონზე არსებულმა პროგრამებმა რა გავლენა იქონიეს სოციალურ-ეკონომიკური კუთხით და რა ეფექტი მივიღეთ იმ დანახარჯებით, რაც გაიცა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ხუნდაძემ.
დავით სერგეენკოს შეფასებით კი, თემატური მოკვლევის ფარგლებში უნდა შეისწავლონ, რამდენად ეფექტიანი იყო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული მართვის გეგმა პანდემიის პერიოდში, რამდენად მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური უკუგება ჰქონდა მას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს.
ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი