პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის გადავადების წინააღმდეგია. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა კომიტეტი რეგულაციის 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებას მხარს უჭერს.
კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დაარეგისტრირა, თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის ამოქმედების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას ითვალისწინებს. თუმცა, კანონპროექტის განხილვა გადავადდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლის ბოლომდე ამ საკითხზე პოზიციები უნდა შეჯერდეს.
„ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნესის ჩართულობით მიმდინარეობს კონსულტაციები. პირველ იანვრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენს კომიტეტს ამასთან დაკავშირებით აქვს მყარი პოზიცია, რომ არ უნდა გადავადდეს ამ რეგულაციის ამოქმედება. ვნახოთ, ეს განხილვები გაგრძელდება პარლამენტის სხვა კომიტეტებშიც და პოზიცია უნდა იყოს შეჯერებული. თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობაა ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობის წინაშე.
ეს ერთხელ უკვე იყო გადავადებული კოვიდპანდემიის გამო. ბიზნესი ამბობს, რომ ახლა არის სერიოზული პრობლემა უკრაინაში ომის გამო. უნდა გავაანალიზოთ, რამდენად საფუძვლიანია მიზეზი, რასაც თამბაქოს ბიზნესი ასახელებს. ვნახოთ, რით დაასაბუთებენ მთავრობის წინაშე, პარლამენტის წინაშე და უნდა ვიმსჯელოთ ადეკვატურად“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც ქართულ ბაზარზე სიგარეტი ერთგვაროვანი (სადა) შეფუთვით უნდა გაიყიდოს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი ძირითადად უკრაინის ქარხნებიდან შემოდიოდა, კომპანიები მიუთითებენ საწარმოო სიმძლავრეების ნაკლებობაზე, რათა რეგულაციის შესაბამისი კოლოფით მოახდინონ პროდუქციის მოწოდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი