მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფი დაადგენს, რატომ გადავადდა ევროკავშირის დირექტივების ამოქმედება საქართველოში

623af18917b48
მარიამ ვარადაშვილი
23.03.22 14:47
920
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტბმა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი საავჭრო შეთანხმებით (DCFTA-ით) ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ თემატური მოკვლევის შექმნას დაუჭირეს მხარი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ თემატური მოკვლევის მიზანია, დადგინდეს რა გახდა გადავადების მიზეზი.

“აგრარულმა კომიტეტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად გადავწყვიტეთ თემატური მოკვლევით შევისწავლოთ საკითხი, რაც გულისხმობს აგრარულ დარგში DCFTA-ის ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადებას. კერძოდ, უფრო დეტალური და ძალიან კონკრეტული ინფორმაცია მოვიძიოთ. საკვანძოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღებული ვალდებულებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების სათანადოდ აღსრულება. თემატური მოკვლევის მიზანია, დაადგინოს აგრარულ დარგში DCFTA-ის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების რეალური მიზეზები”,-განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, თემატური მოკვლევა სამ თვეში უნდა დასრულდეს.