მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის წევრები, რომლებიც დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს

5e20900bede78
თამთა ჯიჯავაძე
16.01.20 20:45
1698
ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო პარლამენტის 31 წევრი დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

გთავაზობთ დაჯარიმებული პარლამენტარების სიას და დაჯარიმების მიზეზებს:

ზვიად კვაჭანტირაძე - მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში.

ლევან კობიაშვილი - მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი.

გურამ მაჭარაშვილი - შეუსაბამობა უძრავ ქონებაში.

ერეკლე ტრიპოლსკი - სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს.

გოჩა ენუქიძე - არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს

ზაზა კედელაშვილი - არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი.

სამველ მანუკიანი - 1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული.

სიმონ ნოზაძე - 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული 3. მის მიერ მირებულ ანაზღაურებაში ცდომილება. 

ზაქარია ქუცნაშვილი -1. ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება 2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს. 

მიხეილ ყაველაშვილი - 1. შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში 2. მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა 3. ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული. 

ივლიანე წულაია - მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება.

ირაკლი ხახუბია - 1. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმეტაციის წარუდგენლობა 3. მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებულია 4. მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული 5. არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5000 ლარს. 

ენზელ მკოიანი - საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში.

ილია ნაკაშიძე - ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიში; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს.

ვიქტორ ჯაფარიძე - უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა.

გრიგოლ მიქელაძე - უძრავი ქონების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში.

კობა ნაყოფია - არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები.

ელგუჯა გოცირიძე - ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არ მითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ-გასავლის არ მითითება.

ლაშა დამენია - ოჯახის წევრის ანაზღაურებითის არ მითითება. 

ოთარ დანელია - ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არ წარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთა სხვა შემოსავალ-გასავლის არ ასახვა. 

ბექა ნაცვლიშვილი - საკუთარი და ოჯახის წევრის საბანკოს არასწორად წარმოდგენა, ხელშეკრულებების არ ასახვა და ნაწილობრივ წარმოდგენა. 

ბექა ოდიშარია - საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არ მითითება, საკუთარ და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა.

ნინო წილოსანი - ოჯახის წევრის უძრავის არ ასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარ. არ ასახვა, ანაზღ შემოსავლ არ ასახვა.

ლერი ხაბელოვი - საკუთრ. უძრავის არ ასახვა, სამეწარ. არ ასახვა, ანაზღაურ ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არ წარმოდგენა.

მამუკა ჩიქოვანი - 1. შეუსაბამობა ნაშთებში; 2. შეუსაბამობა შემოსავლებში.

დავით ჭიჭინაძე - ცდომილება შემოსავალში. 

დიმიტრი ხუნდაძე - ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში. 

გიორგი ღვინიაშვილი - 1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული. 

შოთა შალელაშვილი - 1. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს.

კობა კობალაძე - 1. არ აუსახავს მისი და მისი შვილი სახელზე არსებული მოძრავი ქონება. 2. არ აუსახავს მისი შვილის საბანკო ანგარიში. 3. არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები.

გოდერძი ჩანქსელიანი - 1. სხვაობა უძრავი ქონების ფართში. 2. არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 3. არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები რომელიც აღემატება 3000 ლარს.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საჯარო მოხელეების ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით ჰქონდათ შევსებული. მათ 596 თანამდებობის პირი შეამოწმეს, რომელთაგანაც 254 დააჯარიმეს, 75 მათგანს კი გააფრთხილება მიეცა.