მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე დანიშნა

60ec37cb8d24e
თელარა გელანტია
12.07.21 16:40
452
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.

ამასთან, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.