მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი პარლამენტს "საარჩევნო კოდექსზე" ვეტოს დაძლევის კენჭისყრის შედეგებს სთხოვს

64a8224e0f3b8
BM.GE
07.07.23 18:26
577
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ: 3 ივლისს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დასძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

"მინდა პარლამენტის თავმჯდომარესა და მანდატურთუხუცესს მივმართო: - მგონი იქეთ (უმრავლესობის მხარეს) 76 ხმა არ არის და თუ შეიძლება გადათვალეთ. გთხოვთ დარბაზში 76 დეპუტატი გადათვალოთ. დარბაზში 72 დეპუტატია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

“თუ დათვლა გინდათ, თქვენ თვითონ გადათვალეთ. ცნობილი ფილმისა არ იყოს, თქვენი თავი მიათვალეთ თუ არა, ეს არის საინტერესო“, - მიმართა რაქვიაშვილს შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები