მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში საიმპიჩმენტო სხდომის "რიგით სამუშაო ფორმატში" წარმართვას აპროტესტებს - განცხადება

ადმინისტრაცია

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა იწყება. პარლამენტის სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები