მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 16:00 საათზე ოპოზიცია ქართველ ხალხს რუსთაველზე ელოდება

5f9e2658d3718
თელარა გელანტია
01.11.20 07:00
946
გაერთიანებული ოპოზიცია, დღეს, 16:00 საათზე ქართველ ხალხს, ამომრჩევლებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე იწვევს.

ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა გააკეთა.

"ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები; ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. მთავარს ვამბობ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ", - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ცესკოს ბოლო წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 50,46%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 24,98%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 3,85% მიიღო.