მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხის პასუხი – „მეტრო ავრასია ჯორჯია” დიმიტრი ქუმსიშვილთან დაკავშირებით ბოლო განცხადებას ავრცელებს

61ed7ef64422d
BM.GE
24.01.22 00:09
4024
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ დაფუძნებული კომპანია “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია” ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საპასუხოდ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირას “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ” დიმიტრი ქუმსიშვილთან(მის კომპანიასთან “ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები”) ყველანაირი პარტნიორულ ურთიერთობის შეწყვეტაზე გააკეთა განცხადება, რადგან მათი აზრით, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარტნიორული ვალდებულებები არ შეასრულა და “საეჭვო” გარიგებაში მიიღო მონაწილეობა.

თავის მხრივ, საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდა დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” ადანაშაულებდა კომპანიის განვითარების ხელშეშლაში და აღნიშნულს, პარტნიორობის ყველაზე ცუდ გამოცდილებად მიიჩნევდა.

“მეტრო ავრასია ჯორჯია” დღეს აღნიშნავს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი მათ მიერ ერთობლივად შექმნილ კომპანიაში “გრინ დაზღვევა საქართველოში” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარედ დაინიშნა და “ქართულ შრომით ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას” იღებდა. გარდა ამისა, დღიდან სადაზღვევო კომპანიის აქციების შესყიდვისა, თითოეული თეთრი რომელიც კომპანიის განვითარებისთვის იქნა გამოყენებული, გაღებულია მხოლოდ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს მიერ, მათ შორის და არამხოლოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის წილის ნასყიდობისა და რეგისტრაციის ხარჯებიც კი.

“განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მის მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ე.წ. განვითარების სტრატეგია/გეგმა, რაც მოიცავდა მხოლოდ გაზრდილ ადმინისტრაციული და მათ შორის სოლიდური სახელფასო ფონდებით გაჯერებული საშტატო სტრუქტურით, კომპანიის კაპიტალში არსებული ფულადი რესურსის ხარჯვას და ასევე მოითხოვდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. ამასთან, განსახილველი გეგმა წარმოდგენილი იყო ყოველგვარი ფინანსური ანალიზის გარეშე და მიუხედავად სოლიდური დანახარჯებისა, ნეგატიური შედეგების პროგნოზირებით”,– ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მათ უარი განაცხადეს აღნიშნული სტრატეგიის დაფინანსებაზე.

გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:

“უპირველეს ყოვლისა, გვქონდა მოლოდინი, რომ მიუხედავად პარტნიორობის დასრულებისა, დიმიტრი ქუმსიშვილი მოახერხებდა „პირადი წყენის“ დავიწყებას და ღირსეულად დაასრულებდა პროცესს.

განსხვავებით ყოფილი პარტნიორისგან, სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს გააჩნია მაღალი მორალური პასუხისმგებლობა და ამ ეტაპზე, ისევ შეიკავებს თავს ყველა იმ კომუნიკაციის გასაჯაროვებისგან, რასაც ნათლად შეუძლია წარმოაჩინოს ქუმსიშვილის რეალური განზრახვა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კონკრეტული გზავნილების გაჟღერება, რათა მეტი სიცხადე შემოვიტანოთ არსებული საკითხის ირგვლივ.

ჩვენი მხრიდან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკრედიტება და პარტნიორობის შანსის მიცემა ერთადერთი საფუძვლით განხორციელდა: დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარწმუნა კომპანია, რომ საკუთარი გამოცდილებისა და ბიზნეს კონტაქტების გამოყენებით მსხვილ სადაზღვევო ინვესტიციებს მოიზიდავდა და კომპანიის სადაზღვევო პორტფელს მნიშვნელოვნად გაზრდიდა. სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს პარტნიორობის დასაწყისში განსაკუთრებული მოლოდინები ჰქონდა, რის საფუძველზეც ქუმსიშვილის მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა უპირობოდ დასტურდებოდა და ფინანსდებოდა. თუმცა შედეგი, მოლოდინის საპირისპირო აღმოჩნდა.

იმისთვის, რათა მომხდარიყო დიმიტრი ქუმსიშვილის მაქსიმალურად მოტივირება, დაინიშნა სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, აღნიშნული გადაწყვეტილებით აქციონერმა ფაქტიურად გადააბარა კომპანიის ოპერირება დიმიტრი ქუმსიშვილს.

სწორედ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს ძალისხმევით იღებდა ქუმსიშვილი ქართულ შრომით ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას. ასევე, მაღალი სახელფასო სარგო განესაზღვრათ მის მიერ შერჩეულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მაშინ, როცა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს მიერ არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სრულიად უსასყიდლოდ/ანაზღაურების გარეშე ასრულებდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრისათვის დაკისრებულ მოვალეობებს.

დღიდან სადაზღვევო კომპანიის აქციების შესყიდვისა, თითოეული თეთრი რომელიც კომპანიის განვითარებისთვის იქნა გამოყენებული, გაღებულია მხოლოდ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს მიერ, მათ შორის და არამხოლოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის წილის ნასყიდობისა და რეგისტრაციის ხარჯებიც კი.

სრულიად მოკლებულია საფუძველს ქუსიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ რაიმე სახით ხელი შეუშალა ქუმსიშვილს რომელიმე რიგითი პროექტის განხორციელებაში, მაშინ, როცა იგი წარმოადგენს სს „გრინ დაზღვევა საქართველო“-ს აქციების 50% მესაკუთრეს, ხოლო სამწევრიან სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი იყო 2 წევრით, მას გააჩნდა ყველა რესურსი რათა განეხორციელებინა ყველა პროექტი/ემართა კომპანია სურვილისამებრ.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელმა ბენეფიციარმა გალიფ ოზთურქმა ერთდროულად რამდენიმე, მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაუყონებლივ წარმოადგინა „კომპანიის განვითარების“ ახალი გეგმა და მოითხოვა კომანიაში დამატებითი ინვესტიციის ჩადება, ცხადია ცალმხრივად, ისევ სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-ს მიერ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მის მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ე.წ. განვითარების სტრატეგია/გეგმა, რაც მოიცავდა მხოლოდ გაზრდილ ადმინისტრაციული და მათ შორის სოლიდური სახელფასო ფონდებით გაჯერებული საშტატო სტრუქტურით, კომპანიის კაპიტალში არსებული ფულადი რესურსის ხარჯვას და ასევე მოითხოვდა დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. ამასთან, განსახილველი გეგმა წარმოდგენილი იყო ყოველგვარი ფინანსური ანალიზის გარეშე და მიუხედავად სოლიდური დანახარჯებისა, ნეგატიური შედეგების პროგნოზირებით. ასევე, არ იყო იდენტიფიცირებული დოკუმენტით გათვალისწინებული მოზიდვების განხორციელების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, ამასთან შეუსრულებლობის შემთხვევაში პროექტი არ ითვალისწინებდა რაიმე სახის პასუხისმგებლობას. კომპანიაში ბატონი დიმიტრის ერთწლიანი საქმიანობის გათვალისწინებით (მაშინ როცა ძირითადად დაკავებული იყო ნეპოტიზმით და მასთან აფილირებულ კომპანიებთან დაკვეთების გაფორმების რეკომენდაციით) სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ დამატებითი ფულადი რესურსების ხარჯვაზე და მის მიერ წარდგენილი გეგმის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

ამავდროულად, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, დაფუძნდა სადაზღვევო კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელსაც საერთო საქმიანობა უნდა განეხორციელებინა არარეზიდენტ იურიდიულ პირთან ერთად, საქმიანობის ყველანაირი დანახარჯი უნდა გაეღო სს „ გრინ დაზღვევა საქართველოს“, ხოლო პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა აეღო მეტრო ჰოლდინგის დამფუძნებელ ბენეფიციარს - გალიფ ოზთურქს. აღნიშნული პროექტისთვის საჭირო საინვესტიციო თანხის გაღება დიმიტრი ქუმსიშვილმა ისევ გალიფ ოზთურქისგან მოითხოვა.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნებზე მიღებული უარით განაწყენებული ყოფილი პარტნიორი, ნაცვლად კომპანიის განმავითარებლისა, კომპანიის შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.

პირადი პასუხისმგებლობის აცილების მიზნით დიმიტრი ქუმსიშვილი საეჭვო გარიგებაში შევიდა გიორგი ყავლაშვილთან და დაჩქარებული წესით გაასხვისა საკუთარი წილი შპს „ახალ საინვესტიციო შესაძლბელობებში“. აღნიშნული ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როცა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ ქუმსიშვილისგან მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით აღებული ვადამოსული ვალდებულებების შესრულება.

ყოველივეს საფუძველზე ვთვლით, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს არ აქვს მორალური უფლება ისაუბროს სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-სთან პარტნიორულ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მხრიდან პარტნიორობის რღვევის უმთავრესი მაპროვოცირებელი ფაქტორი, დაფინანსების შეწყვეტის ფაქტი აღმოჩნდა.
სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“ აღნიშნული განმარტებით ასრულებს წინამდებარე საკითხის ირგვლივ განცხადებების გავრცელებას. გვსურს ვიყოთ მაგალითი ყოფილი პარტნიორისთვის და ვაჩვენოთ, რომ მიუხედავად ურთიერთობის დასრულებისა, ღირსება უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს.

კომპანიას ასევე სურს გამოეხმაუროს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“-ს ახალი ბენეფიციარი მფლობელის - გიორგი ყავლაშვილის განცხადებას: სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია“-მ უკვე გააკეთა განცხადება ურთიერთობის დასრულების შესახებ და არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას დიმიტრი ქუმსიშვილის სახელით მოლაპარაკე პერსონასთან, განსაკუთრებით მისი „ბექგრაუნდის“ გათვალისწინებით”,– ნათქვამია განცხადებაში.