მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორში კონცენტრაცია მაღალია... ბაზრის წილისთვის ბრძოლა მოგვიწევს - „პეისერა საქართველო“

64c25cfbbc8d1
თელარა გელანტია
28.07.23 09:30
1127
საქართველოს პირველი ციფრული ბანკის „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საბანკო სექტორში კონცენტრაცია ძალიან მაღალია.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, კონცენტრირებულ საბანკო სექტორში ბაზრის სტრუქტურის შესაცვლელად, მომხმარებლისთვის კონკურენტული და საინტერესო პროდუქტებით „იბრძოლებს“.

“დღეს საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია და შევეცდებით ბაზარს ჩვენი ხელი დავატყოთ. შევეცდებით ყველა საგადახდო სერვისი ძალიან კონკურენტულ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს“, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

პირველი ციფრული ბანკის „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თქმითვე, საფინანსო ბაზარზე ცვლილებების შესატანად მაქსიმალურს გააკეთებენ.

„საბანკო სექტორში კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ერთმნიშვნელოვნად. ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით; ჩვენ მოვინდომებთ იმას, რომ ბაზარზე ცვლილებები შევიტანოთ. სულ მცირე, თავიდან საოპერაციო ფასების ნაწილში, მომსახურების სისწრაფის კუთხით შევიტანთ ამ ცვლილებას და მაქსიმალურს გავაკეთებთ, ხოლო შემდეგ სესხების ბაზარზე ძალიან მოვინდომებთ, რომ მომხმარებელს განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ.

კონკურენტები ბაზარზე წილებს თავისი ნებით არ დათმობენ... ამისთვის მოგვიწევს ბრძოლა და დასაბუთება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ვისზე უკეთესი ვართ და - რითი. რა არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა და რას ვთავზობთ...

ბანკის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა ადამიანის ცხოვრებაში, იმდენად ლოიალურები ხდებიან ბანკის მიმართ და ტყუილად არავინ არაფერს იცვლის. ამდენად, ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ბაზარზე წილისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები