მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პეისერა ბანკი საქართველო“ სესხების გაცემას 2024 წლიდან გეგმავს

64c3c8422db90
თელარა გელანტია
30.07.23 21:48
787
„პეისერა ბანკი საქართველო“ სესხების გაცემას 2024 წლიდან გეგმავს, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კონცენტრირებულ საბანკო სექტორში ბაზრის სტრუქტურის შესაცვლელად, მომხმარებლისთვის კონკურენტული და საინტერესო პროდუქტებით „იბრძოლებს“.

„ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას ახალი წლიდან დავიწყებთ; ეს არის სეგმენტი, სადაც მაქსიმალური ავტომატიზაცია შეიძლება ანუ იქ, სადაც მსესხებლის ქულის გამოყვანა ავტომატურად არის შესაძლებელი.

ასევე, ვფიქრობთ, საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებას იპოთეკური სესხების მიმართულებით, რათა ძალიან აქტიურები ვიყოთ ჩვენს ემიგრანტ თანამოქალაქეებთან ანუ ელექტრონულად რისი გაკეთებაც შეიძლება, ძალიან მოვინდომებთ ყველა მიმართულებით“, - თქვა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები