მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან გაკვირვებული დავრჩი“ - დიმიტრი ქუმსიშვილი ივანიშვილი-ბაჩიაშვილის საქმის შესახებ

64c03187731f3
თელარა გელანტია
26.07.23 00:29
1401
საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, ბიძინა ივანიშვილის მიერ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. ყოფილი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ გაკვირებულია.

- ბატონო დიმა, რამდენააც ვიცი, ორივეს ძალიან კარგად იცნობთ. რა კითხვები გაგიჩნდათ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ - გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8,200 ბიტკოინის მითვისებას ედავებიან...

- მოკლე კომენტარს გავაკეთებ - ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ეს არის ჩემი კომენტარი.

- სულ ეს არის?

- ბევრის მთქმელია...



შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურატურამ 6 ივლისს განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი მას 8 253 ცალ ბიტკოინის მითვისებას ედავება, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში 39 მილიონი დოლარი იყო. თავის მხრივ, ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატთა ჯგუფი ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. გიორგი ბაჩიაშვილიც ამტკიცებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. მან ასევე თქვა, რომ ბოლომდე დაიცავს საკუთარ სიმართლეს.

6 ივლისსვე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის, გირაოს სახით, 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის ინფორმაციითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონება დაყადაღებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები