მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატრიარქის შემდეგ, მოსახლეობა ყველაზე დადებითად ამირან გამყრელიძის მიმართ არის განწყობილი– IRI

5f34040f8b84e
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 19:20
1152
საქართველოში IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74%-ი დადებითად არის განწყობილი ამირან გამყრელიძის მიმართ, 17% – უარყოფითად, ხოლო 2%-ს არ სმენია მის შესახებ. ამ მხრივ კვლავ პირველ ადგილზეა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მის მიმართ გამოკითხულთა 89%-ი დადებითადაა განწყობილი, 6% კი უარყოფითად.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის 63%-ს მოსწონს, 31%-ს კი არა. კახა კალაძე კი 57%-ს მოსწონს და 37%-ს არა. ხოლო ბიძინა ივანიშვიის მიმართ 41% დადებითადაა განწყობილი, 51% კი უარყოფითად.

გამოკითხულთა შორის ყველაზე ნაკლები მოწონება აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. მის მიმართ მხოლოდ 13%-ია დადებითად განწყობილი. 73% კი უარყოფითად.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.