მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა გერმანიამ პანდემიისას ბიზნესის ხელშესაწყობად?

60464f4624b92
ლიკა გურაბანიძე
08.03.21 21:22
811

რა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა გერმანიამ პანდემიისას ბიზნესის ხელშესაწყობად? - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ბერლინის ფინანსთა სამინისტროს იურისტმა ზურაბ გეგუჩაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები ხანგრძლივი და შეღავათიანი იყო.

მისივე თქმით, გერმანიამ დაუშვა, რომ როგორც აქციონერთა საერთო კრებები, ისე შპს-ების, ამხანაგობების, ფონდების წევრთა კრებებიც ონლაინ გამართულიყო, რამაც ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობის კუთხით ბევრი პრობლემა მოხსნა.

"ასევე შეღავათია ის, რომ ვინაიდან პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მომხმარებლები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, შესაბამისი რეგულაციით შეიზღუდა მათზე სანქციების დაკისრება და უფლება მიეცათ გადაევადებინათ ვალდებულებების შესრულება. სახელმწიფომ მეორეს მხრივ გაითვალისწინა საწარმოების ინტერესები და იმავე რეგულაციაში ასახა, რომ თუ მომხმარებლის მიერ შესრულების გადავადება საწარმოს ძალიან დააზარალებდა, მაშინ ვალდებულების გადავადება ვერ მოხდებოდა. ამით სახელმწიფო ცდილობს მომხმარებელი და მეორე მხარის იურიდიული პირების ინტერესები დაიცვას.

ცვლილებები ასევე იჯარასა და ქირავნობის ხელშეკრულებას შეეხო, მაგრამ აქ ვალდებულების გადავადება არ მომხდარა. ვალდებულება არსებობს, თუმცა მისი ვერ შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა გამოირიცხა.

საგადასახადო კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება დღგ-ს პროცენტის დაწევას ეხებოდა. გერმანიაში დღგ-ს 19%-იანი და 7%-იანი განაკვეთია მიწოდებასა და მომსახურებაზე. 19% რეგულარული განაკვეთია, ხოლო 7%-იანი განაკვეთი განსაკუთრებული უზრუნველყოფის მიწოდებას და მომსახურებაზეა.

2020 წლის ბოლომდე ორივე განაკვეთის დაწევა მოხდა ანუ 19%-იანი განაკვეთი 16%-ზე ჩამოვიდა, ხოლო 7%-იანი განაკვეთი 5%-ზე ჩამოწიეს.” - განაცხადა გეგუჩაძემ.