მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენსიონერების დარწმუნების და აცრის შემთხვევაში, ექიმები და ექთნები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ

615c13d2701a1
ინგა მურუსიძე
05.10.21 13:00
3078
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირიდან, როგორც კი მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას, ოჯახის ექიმების და ექთნების ფინანსური წახალისების კამპანია დაიწყება, რათა მათ უფროსი ასაკის ადამიანების ვაქცინაციის საჭიროებაში დაარწმუნონ. 

„წახალისების სქემა ითვალისწინებს იმას, რომ პირველ რიგში, ექიმმა და ექთანმა ჩაატაროს კონსულტაცია და დეტალურად აუხსნას 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სიკეთეები. თანხა არის 20 ლარის ოდენობით, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას, ხოლო 20% დაიხარჯება ადმინისტრაციულ რესურსზე.

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს თანხის 50%-ს პირველი აცრის შემდეგ, ხოლო მეორე აცრის შემდეგ დარჩენილ 50%-ს. ვფიქრობთ, ეს მეტი სტიმული და ინტერესი იქნება სამიზნე მოსახლეობაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამდენად, პენსიონერების დარწმუნების და აცრის შემთხვევაში, ექიმები და ექთნები თითო აცრაზე 4 ლარს მიიღებენ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები