მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პეპსი" coffee-cola-ს გაყიდვებს იწყებს

5df895b6ef756
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.19 17:40
1721
პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების კომპანია PepsiCo მომხმარებელს ახალ პროდუქტს coffee-cola-ს აპრილიდან შესთავაზებს. პროდუქტი თავდაპირველად აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა "ბლუმბერგი" წერს.

სასმელი აერთიანებს ყავის და კოლას არომატს, რომელიც ორმაგ კოფეინს შეიცავს ჩვეულებრივ "პეპსისთან" შედარებით. პროდუქტი ბაზარზე ორი არომატით იქნება წარმოდგენილი, სტანდარტულით და ვანილით.

მიუხედავათ იმისა, რომ "პეპსი" აწარმოებს და რეალიზაციას უწევს პროდუქტების ფართო სპექტრს, მათ შორის Gatorade-ს და Diet Pepsi-ის, კომპანია ცდილობს სტრატეგია შეცვალოს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს ასორტიმენტი, რადგან ბაზარზე მისი კონკურენტები პროდუქტის ახალი ვარიანტებით გამოჩნდნენ. საქმე ეხება მის კონკურენტ "კოკა-კოლას".

აღსანიშნავია, რომ "კოკა-კოლა" აქტიურად ცდილობს, მას შემდეგ, რაც ბრიტანული კაფის ქსელი Costa შეიძინა 5.1 მილიარდ დოლარად, უფრო მეტი წილით იყოს წარმოდგენილი ყავის ბაზარზე. კომპანიის კროდუქტს - Coca-Cola Plus Coffee-ის უკვე მსოფლიოს უამრავ სუპერმარკეტში შეხვდებით.