მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის დოზები შემოვიდა, ვაქცინაცია განახლდება - მინისტრის მოადგილე

624c317bdec80
მარიამ ვარადაშვილი
05.04.22 16:17
570
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ფაიზერის წარმოებული Covid- ვაქცინები უკვე საქართველოშია და ვაქცინაციის პროცესი განახლდება.

“ფაიზერის ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილას ჩამოვიდა, მალევე გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი აღდგება. სინოფარმითა და სინოვაკით ვაქცინაცია მიმდინარეობს და ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებელს მივაღწიოთ, რაც მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს ზაფხულის შუა რიცხვებისთვის. ვაქცინებით მომარაგების ჯაჭვი კვლავაც უწყვეტად გაგრძელდება და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება”,-აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში 1 მლნ დოზა ფაიზერის ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა. დღეს მხოლოდ მისი 25% ანუ 250 ათასი დოზა შემოიტანეს.
რაც შეეხება ვაქცინაციის ასაკს, გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ასაკის დაწევა არ იგეგმება.