მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Pfizer-ის ფართო გამოყენებაზე საუბარი II კვარტლის ბოლოდან შეიძლება“ - მინისტრის მოადგილე

60801094de08e
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.21 15:50
665
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ფართო გამოყენებაზე საუბარი მხოლოდ მეორე კვარტლის ბოლოდან შეიძლება დაიწყოს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ Pfizer-ის დამატებითი დოზების შემოტანის შესახებ ზუსტ დროს ვერ დაასახელებს, რათა საზოგადოებაში მოლოდინები არ შეიქმნას.

„Pfizer-ის ფართო გამოყენებაზე რეალისტურად მეორე კვარტლის ბოლოდან შეიძლება ვისაუბროთ. ვფიქრობთ, საყოველთაო ვაქცინაცია მესამე და მეოთხე კვარტალში დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც დღეს რისკის ან ასაკობრივი სტატუსის გამო, ჯერჯერობით, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა არ აქვთ, ისინი აქტიურად შეძლებენ ჩართვას.

ვფიქრობთ, მალე გვექნება კონკრეტული პასუხები Pfizer-ის დამატებით დოზებთან დაკავშირებით, "ნოვავაქსიც" ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინაა და მოქალაქეები ამის შესახებ შეიტყობენ. არ მინდა არარეალური მოლოდინები გამოვიწვიო, როდესაც საბოლოოდ გვექნება კონკრეტული პასუხი და დასტური Pfizer-ის დამატებით დოზებზე, ამას საზოგადოება შეიტყობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.