მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-ის ვაქცინას საქართველო 22 მარტის კვირაში მიიღებს, ვაქცინაცია თვის ბოლომდე დაიწყება - მინისტრის მოადგილე

60423b794c5b4
ინგა მურუსიძე
05.03.21 18:07
2005
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელსაც საქართველო Pfizer-ისგან ელოდება, მარტის ბოლომდე მიიღებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კომპანიამ საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდება დაადასტურა. მისივე თქმით, დადასტურებულია ასევე „ასტრა-ზენეკას“ მოწოდებაც.

„დღეს შედგა სატელეფონო კონსულტაცია „ფაიზერის“ სათავო ოფისთან და „კოვაქსის“ წარმომადგენელთან. დეტალურად გავიარეთ ყველა ეტაპი „ფაიზერის“ შემოტანაზე ქვეყანაში. „ფაიზერმა“მოითხოვა  დეტალური ინფორმაცია იმ ცენტრებზე, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან მოხდება. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია შერჩეულია. მათ შესახებ ინფორმაცია გავგზავნეთ „ფაიზერის“ სათავო ოფისში. 22 მარტის კვირაში მოხდება ვაქცინის მოწოდება, ანუ მარტის ბოლომდე „ფაიზერით“ დაიწყება ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ საუბარია 30 ათასამდე დოზაზე.

ამასთან, გაბუნიას თქმით, UNISEF-მა მიიღო დასტური AstraZeneca-ს საქართველოსთვის მოწოდებაზეც და პირველი დოზები ქვეყანაში, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე ჩამოვა.

„ასევე 22 მარტის კვირაში ალბათ „იუნისეფთან“ მივა AstraZeneca-ს ვაქცინა და იქიდან გამოიგზავნება ჩვენთან. სულ მაისის ბოლომდე 129 ათას დოზას ველოდებით“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, პირველი დოზებით სამედიცინო პერსონალის აცრაა დაგეგმილი.