16.ივნისი .2020 10:35

Phubber-ში ინვესტირებას ამერიკული კომპანია გეგმავს - გიორგი ჩუგოშვილი

Phubber-ში ინვესტირებას ამერიკული კომპანია გეგმავს - გიორგი ჩუგოშვილი
views 2768
უკან

Phubber-ში ინვესტირებას ამერიკული კომპანია გეგმავს - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა.

გარდა ამის, მისი თქმით, 2020 წლის ბოლოს აპლიკაცია Phubber-ი სომხეთსა და აზერბაიჯანში დაიწყებს ოპერირებას.

„თებერვალში ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სილიკონ ველიზე, სადაც ძალიან კარგი კონტაქტები დავაგროვეთ და იქიდან ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კომპანიის დამფუძნებელმა გამოთქვა სურვილი, Phubber-ში ინვესტიციების განხორციელებაზე; შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილია და ახლა ელოდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული 650 000-იანი გრანტის პასუხს, რაზეც განაცხადი გვაქვს შეტანილი. საინვესტიციო კომიტეტთან პრეზენტაციაც გავაკეთეთ და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას.

თუ საინვესტიციო კომიტეტი გადაწყვეტს, რომ Phubber იმსახურებს ამ გრანტს, ძალიან რეპუტაციული ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები გვეყოლებიან, რომლებიც ამ გრანტის მეორე ნახევრის ინვესტიციას განახორციელებენ Phubber-ში. ეს თანხა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ და ასევე, წლის ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანში დავიწყოთ ოპერირება“, - აღნიშნა გიორგი ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა