მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ივნისიდან, Phubber-ი აზერბაიჯანის ბაზარზეც ჩაეშვება - გიორგი ჩუგოშვილი

647a167cda4b7
თელარა გელანტია
02.06.23 22:00
885
6 ივნისიდან, ქართული სტარტაპი Phubber-ი აზერბაიჯანის ბაზარზეც ჩაეშვება. ამის შესახებ ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

აღსანიშნია, რომ მაისის დასაწყისში Phubber-ი სომხეთის ბაზარზეც შევიდა, თუმცა როგორც გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, აზერბაიჯანის ბაზრის ზომის და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ბაქოში მაღალი დონის შოუ რუმითაც იქნებიან წარმოდგენილი.

„სომხეთის მოსახლეობა ოდნავ ნაკლებია, ვიდრე - საქართველოსი და მსყიდველობითი უნარიც ოდნავ დაბალია. აზერბაიჯანში კი, მოსახლეობის რაოდენობაც მეტია და მსყიდველუნარიანობაც, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ბაქოში „ლაქშერი“ შოუ რუმი გაგვეკეთებინა, რადგან იქ სხვა ტიპის მომხმარებელია და სხვა ტიპის პროდუქციაზე იქნება აქცენტი. ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნივთის საშუალო ღირებულება, რომელიც ბაზარზე გაიყიდება, იყოს მაღალი. ჩვენი მოლოდინია, რომ მაგალითად, აზერბაიჯანში გაყიდული თითოეული ნივთის საშუალო ღირებულება 200-250 დოლარის ფარგლებში იქნება, საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე კი, შედარებით უფრო ნაკლები - 100-130 დოლარის ფარგლებში“, - თქვა გიორგი ჩუგოშვილმა.

Phubber-ის დამფუძნებლის ინფორმაციითვე, აზერბაიჯანის ბაზარზე შესასვლელად სტარტაპმა 150 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სომხეთის ბაზარზე კი - $80 000.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი ჩუგოშვილმა სომხეთის ბაზარზე შესვლის სტარტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პლატფორმა სულ უფრო პოპულარული ხდება.

„სომხეთში არაა ბრენდული მაღაზიები და „ფაბერი“ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ხელმისაწვდომია ორიგინალი, ხარისიხანი ნივთები. საქართველოში 150 000 ნივთი გვაქვს კატალოგში და ეს ნივთები უკვე ხელმისაწვდომია სომეხი მომხმარებლისთვის. ახლა 1-2 თვეში ადგილობრივი კატალოგი გაჩნდება უკვე და ივნისის ბოლოს 20-30 ათასი ნივთი იქნება სომხურ კატალოგშიც, ასეთია ჩვენი მოლოდინი“, - თქვა მან.

გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, Phubber-ს დღეს 200 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი საქართველოდანაა. 2022 წელს პლატფორმის ბრუნვა 5 მლნ ლარი იყო. ჯამში, ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპმა 1.5 მლნ დოლარამდე ინვესტიცია მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები