მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველ დღეს 15 299 მოსწავლე დარეგისტრირდა

609d430664c86
თელარა გელანტია
13.05.21 19:45
559
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის პირველი დღე ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზის გარეშე წარიმართა. ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge  -ზე 13 მაისის 6 საათის მონაცემებით, საქართველოს 2085 საჯარო სკოლაში 15299 მოსწავლე დარეგისტრირდა.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისს დასრულდება, ხოლო 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ცნობისათვის: სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სკოლებში 472 მოსწავლე, ხოლო მეორეზე 21 998 მოსწავლე დარეგისტრირდა. საყოველთაო რეგისტრაციისთვის სკოლებში 61 555 ვაკანტური ადგილი იყო. მესამე ეტაპის საბოლოო შედეგები 5 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაციის ბოლო, IV ეტაპი განხორციელდება.