მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოქტორანტებისა და დამწყები მკვლევრებისთვის სამი სეზონური სკოლის დიზაინი შემუშავდება - განათლების მინისტრი

მინისტრი

განათლების სამინისტროს მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების დაფინანსების მიზნით, საგრანტო პროგრამის სახით “კონკურენტული ინოვაციების ფონდი” შეიქმნა - ამის შესახებ “მინისტრის საათის” ფარგლებში, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდის ბიუჯეტი საგრანტო კონკურსებისა და სხვადასხვა პროექტის, მათ შორის, სეზონური სკოლების დაფინანსებას მოხმარდება.

“პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიზნით, შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. უნივერსიტეტებთან აქტიური კომუნიკაციით და მათი ჩართულობით მიმდინარეობს სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარებისა და დარგობრივი ინგლისური ენის მოდულების შემუშავება.

ასევე დოქტორანტებისა და დამწყები მკვლევრებისთვის შემუშავდება სამი სეზონური სკოლის დიზაინი. სკოლების გამართვა დაგეგმილია 2024-2025 წლებში”, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

“კონკურენტული ინოვაციების ფონდის” საერთო ბიუჯეტი $4,2 მილიონია.

“ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. უკვე გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში და მას განსხვავებული, ინტერნაციონალიზაციაზე ფოკუსირებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ, ის მოიცავს ერთობლივი პროგრამების შექმნისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მხარდაჭერას”, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები