მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პლიუსი უკვე შენთანაც მოვა" - Glovo-ს და "საქართველოს ბანკის" ერთობლივი შეთავაზება

5d8097a715518
BM.GE
16.09.19 17:57
2651
მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს და მიტანის სერვისის ლიდერია ქვეყნის მასშტაბით, ყოველთვის ცდილობს ახლოს იყოს მომხმარებლებთან და საინტერესო აქციები შესთავაზოს.

ამჯერად, Glovo-სა და „საქართველოს ბანკის“ ურთიერთობამ ყველასთვის მოიტანა დიდი პლიუსი. „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათით გაკეთებულ შეკვეთაზე მომხმარებლებს PLUS ქულები დაგერიცხებათ, თუმცა, მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ Glovo-ში 30 ლარზე დიდ შენაძენზე - გა-3-მაგებულ და 50 ლარზე მეტ შენაძენზე გა-5-მაგებულ ქულებს დააგროვებთ. ყველა ბარათის მფლობელს კი, რომელიც პირველად განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად 3000 ქულა დაერიცხება.

სპეციალურად „საქართველოს ბანკის“ ერთგული მომხმარებლისთვის შექმნილი ურთიერთობის პროგრამა - PLUS საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. PLUS-ების გადაცვლა PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე შეგიძლიათ, ინტერნეტბანკისა და „საქართველოს ბანკის“ გადახდის აპარატის საშუალებით მობილურის, კომუნალურის ან ტრანსპორტის ბალანსზე, ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე, სწრაფი კვების ობიექტებში სასურველ პროდუქტზე, სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე. სულ მალე კი, კატალოგში Glovo-ს 30, 50 და 100 ლარიანი ვაუჩერები დაიდება და პლიუს ქულების გადაცვლა სწორედ ამ ვაუჩერში შეგეძლებათ, რომელსაც შემდეგ Glovo-ს აპლიკაციაში გამოიყენებთ.

შემოგვიერთდით, Glovo-სთან ურთიერთობას მოაქვს Plus-ი.
(NS)