მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG მუშაობას პოლიციის რეფორმების ექსპორტზე იწყებს - ლექსო ალექსიშვილი

5f12c6459a92c
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 14:32
1511
საკონსულტაციო კომპანია PMCG მუშაობას პოლიციის რეფორმების ექსპორტზე იწყებს. როგორც PMCG-ის დამფუძნებელმა ლექსო ალექსიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს კომპანიისთვისაც შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელიც პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში წარმატებული ქართული რეფორმების შედეგად დაგროვილი ცოდნის განვითარებად ქვეყნებში ექსპორტისა და ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო დონეზე საექსპერტო საქმიანობის შესაძლებლობის შექმნის მიზნით დაიწყო.

„PMCG 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს პოლიტიკისა და მართვის სხვადასხვა სისტემების ფორმირებისა და შეთავაზებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურებისთვის. აქტიურად ვმუშაობთ იმ დროიდან მოყოლებული, ძირითადად უფრო ეკონომიკური პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების მიმართულებით, შემდგომ დაემატა მას ბევრი სხვა სფერო, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი, დაემატა ზოგადად მმართველობითი საკითხები და ამ მხრივ კონსულტაციები.

ჩვენი მთავარი კლიენტურა ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები არიან, დაფინანსების წყარო კი საერთაშორისო ორგანიზაციები.

რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ სამართლისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ევროგაერთიანების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ევროპიდან - ფრანგული, გერმანული, ჰოლანდიური და ბრიტანული კომპანიები, ისევე როგორც ჩვენი პროექტების 40% მოდის ამერიკული ფედერალური მთავრობის, USAID-ის და MCC-ის პროექტზებზე, სადაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ.

ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის გარკვეული სინერგიით შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე სწორად პასუხობს ამ ინსტიტუციონალურ განვითარებას და რეფორმებს ამ სფეროში.

ამ პერიოდისთვის ვამატებთ 2 ახალ სექტორს, რომელიც როგორც აქტუალობიდან და და საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან მოდის და ამ ერთობლიობამ შესაძლებელი შექმნა ამ პროცესის დაწყება ჩვენთან შიგნით. აქამდე განხორციელებული პროექტები საქართველოში, აზერბაიჯანსა და რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი მასშტაბი შევქმნათ, საჭიროა უფრო მეტი“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მთავარ გამოწვევას ადამიანური რესურსი წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ნებისმიერ სფეროში შევქმნათ უფრო მეტი პროგრესი, ეს მარტივად ჟღერს, მაგრამ ასე არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ ბენეფიციარს, სტრუქტურას, სადაც პროგრესი უნდა შევქმნათ, თავისი პირობები აქვს და ის გვკარნახობს იმ პირობას, რომელსაც ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ. აქედან გამომდინარე მთავარი გამოწვევა არის ადამიანური ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ და ამ ინტელექტუალური რესურსის კვალობაზე შევქმნათ რაღაც სიახლე, რომელის სჭირდება ამა თუ იმ უწყებას. ეს არ არის მხოლოდ ქართული რესურსი, აქ ის ცოდნა, რაც აქამდე აქ დაგროვდა უნდა გაიზარდოს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ერთად, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს ორი ეფეტქი- ეს არის შიგნით კიდევ უფრო მეტად განვითარება, ახალი პროგრესის მიღწევა და ასევე ამ სერვისების გარეთ გატანა“, - განმარტა ლექსო ალექსიშვილმა.