მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პოლიტიკაში წასვლა 2 მიზეზით გადავწყვიტე” - ცეზარ ჩოჩელს მცხეთის მაჟორიტარობა სურს

5f5e65922ca00
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 22:28
875
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი გადაცემა Forbes Talks-ში მის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, ის საარჩევნო ბლოკის “ძალა ერთობაშია” სახელით მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. საარჩევნო ბლოკში შესვლის გადაწყვეტილება “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებლებმა ცეზარ ჩოჩელმა და ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ გააჟღერეს.

“პოლიტიკაში წასვლა 2 მიზეზით გადავწყვიტე ერთი ლოკალური მნიშვნელობის პრობლემა იყო - რეგიონი - მცხეთა-მთიანეთი.
მაჟორიტარიც ვიქნები. ბევრი განუხორციელებელი პროექტი დამრჩა რომელიც, როგორც ჰაერი ისე სჭირდება მცხეთას.

დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები რომ განხორციელებულიყო თავის დროზე, ახლა სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა მცხეთაში.

და მეორე მიზეზი, რაც უფრო გლობალურია, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც მოგვცემს საშუალებას საქართველოს ყველა მოქალაქეს და თუნდაც უცხოელ ინვესტორს, რომ რეალურად განვახორციელეთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება”,- აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ, ჩოჩელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მცხეთის მაჟორიტარობაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრიდა.