მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ - პაპუაშვილი 7-8 მარტის აქციებზე

6418a6f791e53
BM.GE
20.03.23 14:30
310
ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რუსულ კანონად, შემდეგ მოსკოვიდან ინსპირირებულად, პრორუსებად მოიხსენიებდნენ. ზიზღის კამპანია მიმდინარეობს ბოლო პერიოდში, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა. სეგრეგაცია ხდება სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველიცაა ამ ზიზღის კამპანიის ფლაგმანში. მისი მოწოდებაა პირდაპირი სეგრეგაციისკენ, რომ ადამიანები საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროებიდან გაირიყონ. როგორც ვერბალური გზით, ისე სხვადასხვა სახის მედია საშუალებით პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახზე, არასრულწლოვან შვილებზე ზეწოლა და ძალადობა ხდება. ვნახეთ ერთკვირიანი კასკადი გესლისა, რომელიც ამ ჯგუფების მხრიდან მოედინებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ გაწაფულია ამაში, რომ ეს გესლი ანთხიოს, რათა პოლიტიკური დისკუსია იყოს სავსე შხამითა და სიძულვილით. მცდელობა იყო ადამიანების ემოციურად განადგურებისა. ამ გარემოში რთული იყო გადაწყვეტილების მიღება და სიმყარე.

შეუძლებელია აღიწეროს ის სიმწვავე და წნეხი, რაც მაშინ კოორდინირებულად ვრცელდებოდა. კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია იყო პირველი - თავად ტერმინის გამოგონებით - რუსული კანონი, რაც ტყუილია. ქართველ ხალხს ტყუილი დააჯერეს, აღაშფოთეს ხალხი.

მეორე იყო აგრესიული ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ფანჯრებს კოორდინირებულად ამსხვრევდა. "მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე ქართველმა ხალხმა პირველად ნახა. რაც არ უნდა არეულობა ყოფილიყო აქციაზე, წარსულში არავის უკადრია, რომ პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ის ჯგუფი ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს. ვერცერთი არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ ვნახე, ვინც ამ ძალადობას გაემიჯნა. ამის ნაცვლად რომანტიზება ხდება დაუმორჩილებლობის, აგრესიის, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის. ეს მომავლისთვისაც ძალიან საშიშია.

ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები. მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ვნახეთ ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.