მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტალზე ვაქცინაციისთვის 65 წელს ზემოთ ასაკის 371 პირი დარეგისტრირდა - გამყრელიძე

605c5048e7815
ინგა მურუსიძე
25.03.21 13:00
614
სპეციალურ პორტალზე ვაქცინაციის მსურველი 65 წელს ზემოთ ასაკის 371 მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. უკვე ცნობილია, რომ მათ აცრის ჩატარება უკვე დღეიდან შეუძლიათ.

გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, აცრილია 4152 მედიცინის მუშაკი.

„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, არავინ არავის აძალებს. არის გამონაკლისი, მაგალითად დიდი ეპიდემიების დროს, როცა შესაძლოა ქვეყანამ გამონაკლისის სახით გადაწყვეტილება მიიღოს. COVID-ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასეც დარჩება“, - განაცხადა გამყრელიძემ და საზოგადოებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გააცნო, რომლის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა 77%-მა დაავადება მსუბუქად, სახლში მკურნალობით გადაიტანა.

ამას გარდა, ჯანმოს მიერ გამოკითხულთა 20% ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგია, ხოლო 29% აცრის კატეგორიული მომხრეა, დანარჩენი კი მერყეობს. „სწორედ მერყევი ადამიანებისთვის არის საჭირო საინფორმაციო კამპანია და ამაში მედია უნდა დაგვეხმაროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.