სატვირთო გადაზიდვების კომპანია „კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორის გივი ჩაჩანიძის თქმით, ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის გადატვირთვა პორტის ტერიტორიის არამიზანმიმართული გამოყენების შედეგია. როგორც ჩაჩანიძემ „საქმიან დილაში“ საკითხზე საუბრისას განმარტა, ბათუმის პორტის ტერიტორია პარკინგად არის ქცეული, მაშინ როდესაც ავტოსადგომის ადგილას პორტს ტვირთების მიღების შესაძლებლობა აქვს.
საქმე ის არის, რომ ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო კონტეინერების მომსახურებას ვეღარ ახერხებს, ავტოიმპორტიორებს კი აღნიშნული მიზეზით ტვირთების დაყოვნების გამო ჯარიმების გადახდა უწევთ, რაც როგორც კომპანიებს, ასევე მათ მომხმარებელს აზარალებს. რადგან ისინი დროულად შეკვეთილ ავტომობილებს ვერ იღებენ. ბათუმის პორტის ადმინისტრაცია ავტოდილერებს კონტეინერების ფოთში ტრანსპორტირებას და ფოთის პორტში გახსნას ურჩევენ. ავტოიმპორტიორთა ნაწილმა შესაძლებლობის მიხედვით კონტეინერების გადაზიდვას ფოთში უკვე დაიწყო.
„კოსკო შიპინგის“ კომერციული დირექტორი, რომელიც ასევე ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის პარტნიორი კომპანიაა, აცხადებს, რომ ეს პრობლემა მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო გაჩნდა.
„პრობლემა იქმნება ბათუმის ტერმინალზე, რომელსაც მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთბრუნვა იწვევს. ჩვენი დადგენილებით ამ ავტომობილების კონტეინერებიდან გადმოცლა გეზ-ის ტერმინალის ტერიტორიაზე უნდა ხდებოდეს, რაც ბათუმის პორტის შიდა ტერიტორიაა. თუ შევხედავთ, პორტის ტერიტორია პარკინგად არის ქცეული. გახსნის შემდეგ მიმღების მიერ მანქანების გაყვანა გვიან ხდება და მანქანები გროვდება, ეს კი პრობლემებს იწვევს. მიმღებებს იმ რაოდენობის მანქანები ვერ გაჰყავთ, რა რაოდენობითაც მათი შემოყვანა ხდება“, - ამბობს ჩაჩანიძე.
„კოსკო შიპინგის“ კომერციული ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიოში არ ახსენდება პორტები, რომელთა ტერიტორიაც პარკინგად გამოიყენება და ეს დაუშვებელია. ის განმარტავს, რომ ერთი დამტვრეული ავტომობილი 6 კონტეინერის ადგილს იკავებს.
„თვითონ პორტი და მისი ტერიტორია ძვირ მიწად ითვლება, ამიტომ იქ მხოლოდ ტვირთების ოპერირება უნდა ხდებოდეს. ერთი ავტომობილის ადგილას, რომელიც პორტის ტერიტორიაზე დგას, შეიძლება 6 კონტეინერი იდგეს ერთმანეთზე დალაგებული, ფაქტობრივად, ერთი დამტვრეული ავტომობილი 6 კონტეინერის ადგილს იკავებს, რაც რეალურად პრობლემაა. ჩემი გამოცდილებით პორტის ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი საერთოდ არ უნდა იყოს და კონტეინერის გახსნის შემდეგ, ავტომობილის გადაყვანა სხვა ტერიტორიაზე არსებულ პარკინგზე უნდა ხდებოდეს. არსებული ვითარება ტვირთბრუნვას და ტრანზიტის შეფერხებას იწვევს. საუბარი გვაქვს ტრანზიტის პრობლემაზე“, - განმარტა კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ამ პრობლების გამო, მათი კომპანია თავიანთი გენერალური ტვირთების მომსახურებასაც ვეღარ ახერხებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა