"დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო და ეს ასეც იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარებას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში იმყოფება და ცხოვრება წესების დაცვით უნდა გავაგრძელოთ.
„ჩვენ აბსოლუტურად თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ, აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მივდივართ. როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის უნდა გვეგონოს, რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ, წესების დაცვით, ისე რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ჩვენს მოხუცებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ვამუშაოთ, აქ ბალანსია ყველაზე მნიშვნელოვანი. მარტივ მაგალითს გეტყვით, დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეპიდემიოლოგების მიერ საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრ სუპერმარკეტში მისვლა იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, ამიტომ მე როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ", - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?