მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

5e84f908da52d
თამთა ჯიჯავაძე
02.04.20 00:24
2872
იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, და დარწმუნებული ვარ რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელსაც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ. არ მინდა ახლა საუბარი დღესასწაულებზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დაახლოებით სამი კვირაა და ჩვენ გვაქვს გარკვეული იმედები, ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, მაგრამ გვაქვს იმედები რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი, ყველა შემთხვევაში და მე ვუყურებ როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები, რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში.

მე ვიცი რომ იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები რომ საეკლესიო მსახურობის დროს, მაშინ როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, იყოს ეკლესიის ეზოში. მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ჩვენს მშობლებს, შვილებს. და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.