მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი TV Pirveli–ს ოპერატორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

60eabe8a18eda
BM.GE
11.07.21 13:39
938
უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური თანადგომას უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.

„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, -  აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.