მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი

5f8572f3ea2ee
ინგა მურუსიძე
13.10.20 13:28
1556
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, რათა შეძლოს ჯერ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, შემდგომ კი სხვა ადამიანები დაასაქმოს.

ამის შესახებ პრემიერმა ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„ასპინძას სერიოზული პოტენციალი აქვს, როგორც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ, ყველა ის პროგრამა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევს თითოეული თქვენგანი, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუ მაგალითად ტურიზმის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დაგიდგებათ გვერდით. ამისთვის სახელმწიფოს აქვს კონკრეტული თანხები, კონკრეტული ბიუჯეტები გამოყოფილი და იმასაც ვაკეთებთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი ბიზნესში, რაც არ არის მარტივი, ბევრს ამის ეშინია, ამას საკმაოდ დიდი სითამამე და მხნეობა სჭირდება, ამ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეს დავუდგეთ გვერდით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით, 180 000 ლარი და დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი.

მისი თქმით, მოქმედ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, საქართველოს მოქალაქეებს.

„ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.