მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის დავალება ელჩებს - "ხვალიდან ყველას ექნება ინსტრუქციები"

5ec3bd4d24646
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.20 15:11
1440
საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ კახეთში სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოების გააქტიურების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელჩებს ხვალიდან ექნებათ ინსტრუქციები, იმისთვის რომ საქართველოს, როგორც პირველი მწვანე ქვეყნის, პოზიციონირება მოახდინონ.

„გუშინ მქონდა ჩართვა დაახლოებით 60-70 ჩვენი ქვეყნის ელჩთან სხვადასხვა ქვეყანაში. ყველას ვესაუბრებით იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სტუმრების მიღებას. ბევრთან მოგვიწევს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც სუფთა ქვეყნებთან... საბერძნეთიც სხვათა შორის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა, სხვებთან შედარებით.

თითოეულ ელჩს აქვს დავალება. ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველგან განაცხადოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და ამ რისკების მენეჯმენტი გააკეთოს.

კრიტიკული ამ პროცესში არის სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს და პროტოკოლები შედგენილია, იქ არის საჭირო ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, იმ ვადებში რა ვადებიც ჩვენ გამოვაცხადეთ, იქნება მზად. რა თქმა უნდა ტრანსპორტი, რომლის უსაფრთხოების მნიშვნელობა ძალზე დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად“, - განაცხადა გახარიამ.